რა არის მეზოსფერო ?

რა არის მეზოსფერო ?

რა არის მეზოსფერო ? 

მოკლე პასუხი:

მეზოსფერო არის დედამიწის ატმოსფეროს ფენა. მეზოსფერო მდებარეობს სტრატოსფეროს ზემოთ და თერმოსფეროს ქვემოთ.


შუა ფენა

მეზოსფერო მდებარეობს თერმოსფეროსა და სტრატოსფეროს შორის. "მეზო" ნიშნავს შუას, და ეს არის ატმოსფეროს უმაღლესი ფენა, რომელშიც აირები იმის ნაცვლად რომ მასის მიხედვით იყოს დალაგებული, ერთმანეთშია არეული.
მეზოსფეროს სისქე 35 კილომეტრია (22 მილი). ამ ფენაში სუნთქვა შეუძლებელია, რადგან ჰაერი ზედმეტად თხელია, მაგრამ აქ უფრო მეტი გაზია, ვიდრე თერმოსფეროში.

გინახავთ ოდესმე მეტეორული წვიმა, სადაც მეტეორები იწვებიან და ზეცას ეფინებიან? ზოგი მათ მოწყვეტილ ვარსკვლავებს უწოდებს. ეს მეტეორები მეზოსფეროში იწვის. მეტეორები ეგზოსფეროსა და თერმოსფეროს უპრობლემოდ გადიან, რადგან ამ ფენებში ბევრი ჰაერი არ არის, მაგრამ როდესაც ისინი ხვდებიან მეზოსფეროში, მასში არსებული აირების კონცენტრაცია იწვევს ხახუნს და ქმნის სითბოს. შედეგად კი ვიღებთ ამ მეტეორების წვას და თვალისმომჭრელ სანახაობას.

<- სტრატოსფერო                                                 იონსფერო ->

სტატიებზე დაბრუნება

მოგვწერე მეტი