
რა არის იონსფერო ?
რა არის იონსფერო ?
მოკლე პასუხი:
იონოსფერო ატმოსფეროს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფენაა, რომლის ზომა და მახასიათებლები მზისგან მიღებული ენერგიის რაოდენობაზეა დამოკიდებული. სახელწოდება "იონოსფერო" მისი შემადგენლობიდან მომდინარეობს: მზის გამოსხივება იწვევს აირების იონიზაციას, რის შედეგადაც წარმოიქმნება ელექტრულად დამუხტული ნაწილაკები - იონები.
აქტიური, ცვალებადი ფენა
იონოსფერო ატმოსფეროს დინამიური ნაწილია, რომელიც მოიცავს მეზოსფეროს, თერმოსფეროს და ეგზოსფეროს გარკვეულ სიმაღლეებს. ის მუდმივად იცვლება მზისგან მიღებული ენერგიის შესაბამისად.
იონოსფერო მოიცავს დედამიწის მაგნიტოსფეროს ნაწილსაც. მაგნიტოსფერო კი არის დედამიწის ირგვლივ არსებული სივრცე, სადაც დამუხტული ნაწილაკები დედამიწის მაგნიტური ველის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან.
იონოსფეროში მოძრავ დამუხტულ ნაწილაკებზე ერთდროულად მოქმედებს როგორც დედამიწის, ისე მზის მაგნიტური ველები. ამ ფენაშივე ხდება ავრორა(ჩრდილოეთის ნათება) - თვალისმომჭრელი სინათლის შოუ, რომელსაც ხანდახან დედამიწის პოლუსებთან ვაკვირდებით. ავრორა მზისგან წამოსული მაღალი ენერგიის ნაწილაკების და ატმოსფეროს ატომების შეჯახების შედეგია.