რა არის სტრატოსფერო ?

რა არის სტრატოსფერო ?

რა არის სტრატოსფერო ? 

მოკლე პასუხი:

სტრატოსფერო არის დედამიწის ატმოსფეროს ერთ-ერთი ფენა. სტრატოსფერო მდებარეობს ტროპოსფეროს ზემოთ და მეზოსფეროს ქვემოთ.


ფენებისგან დამზადებული ფენა

ტროპოსფეროსა და მეზოსფეროს შორის გვაქვს სტრატოსფერო . „სტრატ“ ნიშნავს ფენას. სტრატოსფეროს აქვს ფენების საკუთარი ნაკრები. აქ არ არის ქარიშხალი ან ტურბულენცია, რომ სხვადასხვა ტემპერატურის ჰაერი ერთმანეთში აირიოს, ამიტომ ცივი, მძიმე ჰაერი ბოლოშია და თბილი, მსუბუქი - ზევით. ეს არის ტროპოსფეროს, ფენის სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, საპირისპირო ფუნქციონირება. ჩვეულებრივისაგან განსხვავებით, თუ სტრატოსფეროში მთაზე ასვლას დააპირებთ, რაც უფრო მაღლა ახვალთ მით ნაკლები თბილი ტანსაცმელი დაგჭირდებათ, რადგან ამ ფენაში თბილი ჰაერი მაღლა გროვდება. თუმცა ამაზე ნერვიულობა არ მოგიწევთ, რადგან სტრატოსფერომდე მისასვლელად საკმარისი სიმაღლის მთა არ არსებობს.

ამ ფენის სისქე 35 კილომეტრია(22 მილი). სტრატოსფეროში არის დედამიწისთვის უმნიშვნელოვანესი ოზონის შრე, რომელიც გვიცავს მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. ოზონის შრე შთანთქავს ულტრაიისფერი გამოსხივების უმეტეს ნაწილს, რომელსაც მზე ჩვენსკენ აგზავნის. ამ დამცავი ფენის გარეშე კი სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე შეუძლებელი იქნებოდა.

<- ტროპოსფერო                                                 მეზოსფერო ->

სტატიებზე დაბრუნება

მოგვწერე მეტი