რა არის ტროპოსფერო ?

რა არის ტროპოსფერო ?

რა არის ტროპოსფერო ?

მოკლე პასუხი:

ტროპოსფერო არის დედამიწის ატმოსფეროს ყველაზე შიდა ფენა.


ფენა, რომელსაც სახლს ვუწოდებთ

დედამიწის ზედაპირთან ყველაზე ახლოს არის ტროპოსფერო . "ტროპოს" ნიშნავს ცვლილებას. ამ ფენას ეს სახელი იმ ამინდის გამო შეერქვა, რომელიც მუდმივად იცვლება და ჩვენი ატმოსფეროს ამ ნაწილში გაზებს რევს.

ტროპოსფეროს სისქე 8-დან 14 კილომეტრამდეა და დამოკიდებულია დედამიწის რა ნაწილზე იმყოფებით. ტროფოსფერო ყველაზე თხელია ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე.

ეს ფენა შეიცავს ჰაერს, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ და ღრუბლები ცაში. ამ ყველაზე დაბალ ფენაში სხვებთან შედარებით ჰაერი უფრო მკვრივია. სინამდვილეში, ტროპოსფერო  მთელი ატმოსფეროს მასის სამი მეოთხედია. ჰაერის 78%-ს აზოტი შეადგენს და 21%-ს ჟანგბადი. ბოლო 1% კი შედგება არგონისგან, წყლის ორთქლისა და ნახშირორჟანგისაგან.

როდესაც გრძნობ ქარს შენს სახეზე, ხედავ ღრუბლებს ცაში ან უყურებ ფრინველს, რომელიც ფრენისას ფრთებს აფრიალებს, შენ ტროპოსფეროს შედეგს განიცდი. საბედნიეროდ ეს ფენა, რომელსაც ჩვენ სახლს ვეძახით, ულამაზესია.

<- დედამიწის ატმოსფერო                              სტრატოსფერო ->

სტატიებზე დაბრუნება

მოგვწერე მეტი