
რატომ TOX-ის სამეცნიერო სათამაშოები?
ინტელექტუალური STEAM სათამაშოები
ახალგაზრდა გონების განვითარება თამაშის საშუალებით:
ბავშვები ბუნებით ცნობისმოყვარეები არიან, ყოველთვის მზად არიან შეისწავლონ მათ გარშემო არსებული სამყარო და გაიგონ, როგორ მუშაობს ყველაფერი. ეს თანდაყოლილი ცნობისმოყვარეობა სწავლის ძლიერი ინსტრუმენტია და TOX-ის ინტელექტუალური STEAM სათამაშოები იდეალურ გზას წარმოადგენს ამ ცნობისმოყვარეობის მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის სიყვარულში გადასაყვანად . ტრადიციული სათამაშოებისგან განსხვავებით, TOX_ის სათამაშოები ბავშვებს რთულ, მაგრამ სასიამოვნო აქტივობებში ჩართავს, რაც ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების, პრობლემების გადაჭრის უნარების და შემოქმედებითობის განვითარებას . ეს სათამაშოები უბრალო გართობაზე მეტს წარმოადგენს; ისინი ხელს უწყობენ ფუნდამენტური ცნებების უფრო ღრმა გაგებას და ადრეული ასაკიდანვე აღძრავენ საბუნებისმეტყველო დარგებისადმი ინტერესს .
რა არის ინტელექტუალური STEAM სათამაშოები?
ინტელექტუალური STEAM სათამაშოები გააზრებულად არის შექმნილი, რათა ბავშვებს გააცნონ სამეცნიერო პრინციპები, ტექნოლოგიური მიღწევები, საინჟინრო გამოწვევები და მათემატიკური ცნებები პრაქტიკული კვლევისა და თამაშის საშუალებით. ეს სათამაშოები სპეციალურად შექმნილია ინტერაქტიული ფორმით, რათა ბავშვის ცნობისმოყვარეობა გააღვივოს და წაახალისოს ისინი, გამოიყენონ STEAM პრინციპები რეალურ სამყაროში არსებულ სცენარებში . TOX_ის ინტელექტუალური სათამაშოები სხვადასხვა ფორმითაა წარმოდგენილი და ემსახურება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების ინტერესებს. "STEAM სათამაშოების" სახელით ცნობილი პროდუქციის ფართო სპექტრის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია აირჩიოთ თქვენი შვილის განვითარებისთვის შესაფერისი მოდელი TOX_ის სათამაშოების კატალოგებიდან, რომლებიც ოპტიმიზირებულია თქვენი შვილის ასაკისთვის. ჩვენი თითოეული სამეცნიერო ნაკრები დაკომპლექტებულია სხვადასხვა საბუნებისმეტყველო საკითხების ბაზისური კანონების გამომხატველი სათამაშოებით, რაც საშუალებას იძლევა ერთდროულად განვავითაროთ ბავშვისთვის მნიშვნელოვანი უნარების მთელი რიგი.
TOX-ის სათამაშოების ყოველდღიურ სათამაშო პროცესში ჩართვის შემდეგად ბავშვებს აქვთ აშკარა პროგრესი შემდეგი მიმართულებებით : ლოგიკური აზროვნება, კრიტიკული აზროვნება, პრობლემის გადაჭრის უნარი ,გამოთვლითი აზროვნება, სენსორული და მოტორული უნარები , შემოქმედებითი აზროვნება , ტექნიკური საკითხების მარტივად გაგება, ხელის და თვალის კორდინაციის განვითარება , კოგნიტური განვითარება და მეხსიერების გაუმჯობესება.
ცნობილი ფსიქოლოგების ხედვა:
ჟან პიაჟე
თამაშის მნიშვნელობა ბავშვის განვითარებაში აღიარებულია ცნობილი ფსიქოლოგების მიერ მთელი ისტორიის განმავლობაში. ჟან პიაჟე, შვეიცარიელი ფსიქოლოგი, რომელიც ცნობილია კოგნიტური განვითარების შესახებ თავისი ნაშრომებით, ხაზს უსვამდა თამაშის როლს ბავშვების ცოდნის აგებაში. იგი თვლიდა, რომ ბავშვები აქტიურად სწავლობენ გარემოსთან ურთიერთობისა და კვლევის საშუალებით, ხოლო სათამაშოები ამ პროცესში ძვირფას ინსტრუმენტებს წარმოადგენს . პიაჟემ თქვა: "თამაში არის პასუხი იმაზე, თუ როგორ ჩნდება რაიმე ახალი" , რითაც ხაზი გაუსვა თამაშის მნიშვნელოვან როლს სწავლასა და განვითარებაში.
ეს ურთიერთქმედება ბავშვებს საფუძველს უქმნის სწავლისთვის, ეხმარება მათ მიაღწიონ გაგების ბევრად უფრო მაღალ დონეს, ვიდრე ისინი ამას დამოუკიდებლად შეძლებდნენ. ამ კონტექსტში, სათამაშოებს შეუძლიათ იმოქმედონ როგორც შუამავლები სწავლის პროცესში, რაც ხელს უწყობს კომუნიკაციას, თანამშრომლობას და ცოდნის აგებას . მაგალითად, როდესაც ბავშვები ერთად თამაშობენ ინტელექტუალური სათამაშოებით, მათ შეუძლიათ განიხილონ თავიანთი იდეები, შეთანხმდნენ როლებზე და ერთად იმუშაონ სტრუქტურის ასაწყობად, რითაც ერთდროულად განავითარებენ სოციალურ და თანამშრომლურ უნარებს.
ზურა მხეიძე – ექსპერტი ფსიქოლოგიის მიმართულებით, ასოცირებული პროფესორი.
,, ტოქსის სათამაშოებით ხდება ბავშვების რეალობაში დაბრუნება’’
,,სასკოლო ასაკში ინტელექტუალური სათამაშოების გამოყენება არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღესდღეობით კომპიუტერულ თამაშებთან მიჯაჭვულობა ზომაზე მეტია, ადამიანი იკეტება ვირტუალურ სამყაროში. Tox-ის სათამაშოები კონცეპტუალური ხასიათისაა. ისინი ხელით იქმნება. ბავშვი ხედავს საკუთარი ძალისხმევით შექმნილ პროდუქტს, რომელიც არ არის ვირტუალური, არამედ ეს არის რეალობა და ტოქსის სათამაშოებით ხდება ბავშვების რეალობაში დაბრუნება, შესაბამისად ამ სათამაშოების უპირატესობა ცალსახაა.’’
ანდრო დგებუაძე - ფილოსოფოსი , ტრენერი (და კიდევ ძალიან ბევრი რამ).
"ვისურვებდი ეს სათამაშოები ბავშვობაში მქონოდა"
"ტოქსის სათამაშოების ნახვისთანავე ვიფიქრე რომ რა კარგი იქნებოდა ისინი ბავშვობაში მქონოდა. აღმოჩნდა , რომ ეს სათამაშოები არამხოლოდ შემეცნებითია , არამედ ბავშვმა ისინი საკუთარი ხელით უნდა ააწყოს. ეს პროცესს ორდონიანს ხდის , რაც ჩემში მართლაც იწვევს აღტაცებას. თითოეული კომპლექტი გათვლილია კონკრეტული შემეცნებისთვის. Tox-ის სათამაშოების საშუალებით ბავშვი შეეხება ფიზიკას , ასტრონომიას, ბიოლოგიას, მექანიკას... მე მახსოვს ჩემი თავი ბავშვობაში . მამაჩემი ჩემთვის ყიდულობდა კონსტრუქტორს და როდესაც საკუთარი თვალით ვნახე როგორ დაატრიალა დიდმა ბორბალმა პატარა ბორბალი, თანაც ისე რომ ერთი შემოტრიალება დიდი ბორბლის ოთხჯერ ატრიალებდა პატარა ბორბალს, მემგონი ის ღამე არ მეძინა, ვფიქრობდი , რომ პერპეტუმობილის შექმნაც შეიძლებოდა. უბედნიერესი ვიყავი.
არაფერია იმაზე უფრო კარგი , ვიდრე შემეცნებით მოწამლული ახალგაზრდა და თუ კი შემეცნების პროცესი ბავშვობაში იწყება , მაშინ ბევრად უფრო ჯანსაღად მიდის მთელი ცხოვრება."
პატივისცემით ტოქსი
დაიწყე ინტელექტუალური თავგადასავალი