ყველაფერი პლუტონის შესახებ

ყველაფერი პლუტონის შესახებ

უპირველეს ყოვლისა... არის თუ არა პლუტონი პლანეტა? 2006 წელს პლუტონი გადაკლასიფიცირდა პლანეტიდან… ჯუჯა პლანეტად. პლუტონი ახლა ჯუჯა პლანეტად მოიხსენიება მზის სისტემის სხვა ობიექტებთან ერთად, რომლებიც პლუტონის მსგავსია: ცერერა , მაკემაკე , ჰაუმეა და ერისი.


რომელი წინადადება აღწერს პლუტონს ყველაზე კარგად?

ა. პლუტონი რეალურად უფრო ახლოს არის მზესთან ვიდრე ნეპტუნი - მისი ორბიტის დაახლოებით 8%-ით.
ბ. პლუტონი არის მხოლოდ ერთ ერთი იმ მრავალი ყინულოვანი ობიექტებიდან, რომლებიც ჩვენი მზის სისტემის შორეულ მხარეში მდებარეობენ.
გ. პლუტონი და მისი დიდი, ორბიტაზე მოძრავი მთვარე ქარონი, გვერდებზეა გადახრილი.
დ. პლუტონი მზისდან თითქმის 40-ჯერ უფრო შორს არის ვიდრე დედამიწა.
ე. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.

უბრალოდ აირჩიე პასუხი, რომელიც მოგწონს, რადგან ისინი ყველა სწორია!

პლუტონი არის ჯუჯა პლანეტა , რომელიც მდებარეობს კუიპერის [KI-per] სარტყელში . ეს არის ყინულოვანი სხეულებითა და სხვა ჯუჯა პლანეტებით სავსე სივრცე ჩვენი მზის სისტემის კიდეზე. პლუტონი ცნობილია, როგორც "კუიპერის სარტყლის მეფე" - და ის ყველაზე დიდი ობიექტია რეგიონში, მიუხედავად იმისა, რომ სხვა მსგავსი ზომის ობიექტს, სახელად ერისი, ოდნავ უფრო დიდი მასა აქვს.

რაც დანამდვილებით ვიცით არის, რომ პლუტონი და მისი სამეზობლო ძალიან თავისებურნი არიან. მეცნიერებს რომ შეეძლოთ მათი ზოგიერთი საიდუმლოს ამოხსნა, ჩვენ გაცილებით მეტი გვეცოდინებოდა ჩვენი მზის სისტემის ჩამოყალიბების ისტორიაზე.

 

მეტი სახალისო ფაქტები პლუტონის შესახებ

1. პლუტონი შეერთებული შტატების სიგანის მხოლოდ ნახევარია. ქარონი, პლუტონის ხუთი მთვარეთაგან ერთ-ერთი,  დაახლოებით პლუტონის ზომის ნახევარია. მზის სისტემის სხვა მთვარეებთან შედარებით, ქარონი ყველაზე დიდი მთვარეა იმ ციურ სხეულთან მიმართებაში, რომლის გარშემოც ბრუნავს (იქნება ეს პლანეტა თუ ჯუჯა პლანეტა).

2. ჩვენი მზის სისტემის თითქმის ყველა პლანეტა მოძრაობს მზის გარშემო თითქმის სრულყოფილი წრეებით. მაგრამ პლუტონი არა. ის ოვალური ფორმის გზას გადის მზესთან მისი ცენტრიდან მოშორებით. 

3. სხვა პლანეტებთან და მათ მთვარეებთან შედარებით, პლუტონი და ქარონი გვერდებზე არიან გადახრილები. ერთადერთი პლანეტა, რომელიც ასე გვერდულად ტრიალებს არის ურანი.

4.პლუტონზე რომ ცხოვრობდეთ, 248 დედამიწის წელი მოგიწევდათ ცდა, პლუტონის წლებში თქვენი პირველი დაბადების დღის აღსანიშნად.

5.პლუტონზე რომ ცხოვრობდე, ქარონს პლანეტის მხოლოდ ერთი მხრიდან დაინახავდი. ქარონის ორბიტას პლუტონის გარშემო დაახლოებით 6,5 დედამიწის დღე სჭირდება. პლუტონის დღეს (ანუ ერთი სრული ბრუნი) ზუსტად იგივე დრო მიაქვს. ეს ნიშნავს, რომ ქარონი  პლუტონის ზედაპირზე ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილზე ტრიალებს და ქარონის მხოლოდ ერთი მხარე უცვლელად არის პლუტონისკენ მიმართული.

6. პლუტონის ამჟამინდელი დაშორებით მზიდან, მის ზედაპირზე ტემპერატურა დაახლოებით -240C-ია! ის კიდევ უფრო ცივდება, როცა მზეს მეტად შორდება. პლუტონიდან მზე ცაზე მხოლოდ ნათელ წერტილად, ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავად ჩანს. მზის შუქი პლუტონზე ისეთივე ელვარეა, როგორც სავსე მთვარის შუქი დედამიწაზე.

7. თუ დედამიწაზე 45 კილოგრამს იწონი, პლუტონზე შენი წონა 3 კილოგრამი იქნება!

8.პლუტონი ბრუნავს მზის სისტემის შორეულ რეგიონში, რომელსაც ეწოდება კუიპერის (KY-purr) სარტყელი. იქ უამრავი ყინულოვანი, კლდოვანი ობიექტია. მაგრამ ისინი იმდენად შორს არიან მზიდან, რომ მათი დანახვა ურთულესია, თუნდაც ძლიერი ტელესკოპებით.


მაგრამ რატომ არ არის პლუტონი პლანეტა?

ცოტა ხნის წინ პლუტონი მზის სისტემაში მეცხრე და ყველაზე პატარა პლანეტა იყო.

მაგრამ უკვე აღარ. საწყალი პლუტონი. როგორ "გააგდეს" ჩვენი პლანეტების ოჯახიდან? და ვინ არიან მისი "ნამდვილი" ოჯახის წევრები?

ასტრონომებმა უკვე დაასახელეს მზის სისტემის ოთხი სხვა ობიექტი, რომლებიც დაახლოებით პლუტონის ზომის არიან. ესენია: ცერერა [SEAR-ees], მაკემაკე (MAH-kee-MAH-kee], Haumea (HOW-may-ah] და ერისი (AIR-iss]. ერისი შეიძლება იყოს პლუტონის ზომის, ან უფრო დიდიც კი. მაგრამ, მთლიანობაში, ეს ობიექტები და პლუტონი, ბევრად უფრო მცირენი არიან, ვიდრე „სხვა“ პლანეტები.

ცერერა ბრუნავს ასტეროიდთა სარტყელში მარსსა და იუპიტერს შორის. მაკემაკე, ისევე როგორც პლუტონი, არის კოიპერის სარტყელის ნაწილი. კოიპერის სარტყელი არის ტრილიონობით ყინულოვან ობიექტთა ერთობლიობა, რომელიც ბრუნავს ნეპტუნის მიღმა. ერისის ორბიტა კიდევ უფრო შორს არის.

ასტრონომებმა ეს ობიექტები ახალ - ჯუჯა პლანეტების ოჯახში გააერთიანეს.


პილიგრიმობა პლუტონში!

ჩვენ საბოლოოდ მოვახერხეთ მოგვენახულებინა პლუტონი, ქარონი და კოიპერის სარტყელი! 2006 წლის 19 იანვარს ნასამ შორეულ მოგზაურობაში რობოტი კოსმოსური ხომალდი გაუშვა. ამ მისიას New Horizons(ახალი ჰორიზონტები) ჰქვია. New Horizons გაფრინდა პლუტონთან და მის მთვარეებთან 2015 წლის 14 ივლისს და დღემდე აგრძელებს კოიპერის სარტყელში არსებული სხვა ობიექტების შესწავლას!

სტატიებზე დაბრუნება

მოგვწერე მეტი