ყველაფერი მზის შესახებ

ყველაფერი მზის შესახებ

ყველაფერი მზის შესახებ

ვარსკვლავი არის გაზის ცხელი, მბზინავი ბურთი. როცა ღამის ცას ათვალიერებ, უთვალავი მოციმციმე ვარსკვლავის დანახვა შეგიძლია. ხედავთ რომელიმე ვარსკვლავს დღისით? რა თქმა უნდა! დღის სინათლე მოდის ჩვენი უახლოესი ვარსკვლავისგან, სახელად - მზე.

რამდენად ახლოს არის მზე დედამიწასთან? 

სხვა ვარსკვლავებთან შედარებით ბევრად უფრო ახლოს, მაგრამ მაინც საკმაოდ შორს. ის დედამიწისგან დაახლოებით 149 მილიონი კილომეტრის დაშორებითაა. ეს 400-ჯერ მეტია ვიდრე მანძილი დედამიწასა და მთვარეს შორის!

თუმცა, კარგია, რომ დედამიწა მზესთან ძალიან ახლოს არ არის. ძალიან ახლოს რომ ვიყოთ, აქ ცხოვრება ზედმეტი სიცხის გამო შეუძლებელი იქნებოდა. მზის ზედაპირი გავარვარებულია, ხოლო მისი ატმოსფერო კიდევ უფრო ცხელი. მზის ბირთვი ყველაზე ცხელი ნაწილია, ის 15 მილიონი ცელსიუსის ტემპერატურას აღწევს!

ჩვენი მზე დედამიწაზე დაახლოებით 100-ჯერ ფართოა, მაგრამ ის მხოლოდ საშუალო ზომის ვარსკვლავია . ასტრონომებმა აღმოაჩინეს რამდენიმე ვარსკვლავი, რომელიც მზეზე 100-ჯერ დიდია, ზოგი კი 10-ჯერ პატარა.

მზე ასევე თავისი სასიცოცხლო ციკლის შუა ფაზაში იმყოფება. ახლა, ჩვენი მზე იმ ეტაპზეა, რომელსაც ყვითელი ჯუჯა ეწოდება. ის დაახლოებით 4,5 მილიარდი წლისაა . კიდევ 5 მილიარდ წელიწადში მზე გახდება დიდი, გრილი ვარსკვლავი, რომელსაც წითელ გიგანტს უწოდებენ. რამდენიმე მილიარდი წლის შემდეგ ის გახდება პატარა თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი. ის დაახლოებით დედამიწის ზომამდე შემცირდება ეს კი უზარმაზარი ცვლილებაა იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად მზე ჩვენს პლანეტაზე 20 000-ჯერ მეტს იწონის.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მზე ჩვეულებრივი ვარსკვლავია, ასევე ახასიათებს რამდენიმე რამ, რაც განსაკუთრებულს ხდის. მაგალითად…


ჩვენ არ შეგვიძლია ვიცხოვროთ მზის გარეშე!

დედამიწაზე სიცოცხლე მზეზეა დამოკიდებული. აქ მხოლოდ რამდენიმე მიზეზია:

  • მზის გრავიტაცია მთელ ჩვენს მზის სისტემას აერთიანებს. ჩვენს მზის სისტემას მზის სახელიც კი ჰქვია(ინგ. Solar Sytem, სოლარ სისტემ ანუ მზის სისტემა) (ლათინური სიტყვა Sun არის "სოლ").
  • მზე დედამიწას საკმარისად ათბობს საცხოვრებლად.
  • მზის სინათლის გარეშე არ იარსებებდნენ მცენარეები და ცხოველები, შესაბამისად, არც საკვები და არც ჩვენ.

სითბო და სინათლე შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისთვის, მაგრამ მზისგან ამ ყველაფრის გარდა ბევრი რამ მოემართება. მზე აგზავნის უამრავ სხვა ენერგიას და მცირე ნაწილაკს დედამიწისკენ. დედამიწის დამცავი მაგნიტური ველი და ატმოსფერო გვიცავს ენერგიისა და ნაწილაკების უმეტესი ნაწილისგან. მაგრამ ზოგჯერ ამ ნაწილაკების დიდი ნაკადი აღწევს დედამიწას და ურთიერთქმედებს აირებთან ჩვენი ატმოსფეროს გარე კიდეზე. ეს იწვევს ცაში სინათლის სხივს, რომელსაც ავრორას უწოდებენ .

მზის მეზობლები

ჩვენს მზის სისტემაში მზესთან უახლოესი პლანეტა მერკურია. ჩვენი მზის უახლოეს ვარსკვლავ მეზობელს პროქსიმა კენტავრი ჰქვია. ის ჩვენგან დაახლოებით 4 სინათლის წლით არის დაშორებული.


რას ჰგავს მზე?

უპირველეს ყოვლისა, არასოდეს უნდა შეხედოთ პირდაპირ მზეს განსაკუთრებული დამცავი სათვალეების გარეშე. მაგრამ NASA-ს აქვს მზის მრავალი შესანიშნავი სურათი იმისათვის, რომ კარგად დავაკვირდეთ! მეცნიერები იყენებენ ტელესკოპებს ფილტრებით მზის სურათების გადასაღებად. ეს სურათები გვეხმარება მეტი შევიტყოთ ჩვენი ვარსკვლავის შესახებ. ქვემოთ მოცემული ფოტო გადაღებულია NASA-ს კოსმოსური ხომალდის მიერ, სახელწოდებით Solar Dynamics Observatory.

რომელიმე კოსმოსური ხომალდი ეწვია მზეს?

კოსმოსური ხომალდი ადვილად დაიწვება, თუ მზეზე ფრენას შეეცდება. თუმცა, NASA-ს Parker Solar Probe უფრო ახლოს ახერხებს ფრენას, ვიდრე ნებისმიერი სხვა რობოტი მკვლევარი. ის დაფრინავს მზის ატმოსფეროში, ანუ კორონაში. ეს კოსმოსური ხომალდი დაგვეხმარება გავიგოთ მეტი, როგორ ფუნქციონირებს მზე და როგორ იწყება მზის აქტივობა. ეს გვეხმარება ვიყოთ უფრო მომზადებულები!


მეტი სახალისო ფაქტები მზის შესახებ!

  • მზე თავის აქტივობაში გადის აღმავლობასა და დაცემას, მზის აფეთქებების მსგავსად. ის უფრო აქტიური ხდება მეტი მზის ლაქით და შემდეგ ნაკლებად აქტიური 11 წლის განმავლობაში. ამას მზის ციკლი ეწოდება .
  • მზე დაბადებიდან ნელ-ნელა უფრო კაშკაშა ხდება. რამდენიმე მილიარდი წლის წინ, მზე ოდნავ უფრო ბნელი იყო, ვიდრე ახლა.
  • მზე თითქმის სრულად მოიცავს ჩვენი მზის ყველა მატერიას. ის მზის სისტემის მატერიის 99%-ს შეადგენს. ყველა პლანეტა, ასტეროიდი და კომეტა ერთად - 1%-ზე ნაკლებს.
  • მზე იმდენად შორს არის, რომ სინათლეს დაახლოებით 8 წუთი და 20 წამი სჭირდება ჩვენამდე მოსაღწევად - და სინათლე სამყაროში ყველაზე სწრაფია.
სტატიებზე დაბრუნება

მოგვწერე მეტი