
ყველაფერი მერკურის შესახებ
მერკური არის ყველაზე პატარა პლანეტა ჩვენს მზის სისტემაში. ის ზომით ოდნავ აღემატება დედამიწის მთვარეს. თუმცა, თავად მერკურს მთვარე არ გააჩნია. ის მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტაა, მაგრამ მიუხედავად ამისა ყველაზე ცხელი არ არის. ვენერა მერკურიზე ცხელია.
ვენერასთან, დედამიწასთან და მარსთან ერთად, მერკური ერთ-ერთი კლდოვანი პლანეტაა. მას აქვს მყარი ზედაპირი, რომელიც დაფარულია კრატერებით. ატმოსფეროს ნაცვლად, მერკური ფლობს ატომებისგან შემდგარ თხელ ეგზოსფეროს, რომელიც ძირითადად ჟანგბადის, ნატრიუმის, წყალბადის, ჰელიუმის და კალიუმისაგან შედგება. მერკურს არ აქვს მთვარე.
ეს პატარა პლანეტა დედამიწასთან შედარებით ნელა ტრიალებს, ამიტომ ერთი დღე დიდხანს გრძელდება. მერკურიზე ერთი დღე (ან ერთი სრული ბრუნი) 59 დედამიწის დღე გრძელდება. თუმცა, მერკურიზე ერთი წელი სწრაფად გადის! იმის გამო, რომ ის მზესთან ყველაზე ახლოს მყოფი პლანეტაა, მას დიდი დრო არ სჭირდება მთელი გზის გასავლელად. ის ერთ ბრუნს მზის გარშემო სულ რაღაც 88 დედამიწის დღეში ასრულებს. მერკურიზე რომ ცხოვრობდე, სამ თვეში ერთხელ გექნებოდა დაბადების დღე!
მერკურის დღე არ ჰგავს დედამიწისას. ჩვენთან მზე ყოველდღე ამოდის და ჩადის. იმის გამო, რომ მერკურს აქვს ნელი ბრუნი და მოკლე წელი, მზის ამოსვლას და ჩასვლას დიდი დრო სჭირდება. დედამიწის ყოველ 180 დღეში მერკურიზე მზე მხოლოდ ერთხელ ამოდის ! გასაოცარია, არა?
სტრუქტურა და ზედაპირი
- მერკური არის ყველაზე პატარა პლანეტა ჩვენს მზის სისტემაში.
- მერკური ხმელეთის პლანეტაა. ის პატარა და კლდოვანია.
- მერკურის აქვს თხელი ეგზოსფერო.
- მერკურის ზედაპირი დღის განმავლობაში შეიძლება 426 გრადუს C-მდე გაცხელდეს, ღამით კი -184 C-ს მიაღწიოს. (მაგრამ მერკური არ არის ყველაზე ცხელი პლანეტა მზის სისტემაში. ყველაზე ცხელი პლანეტაა ვენერა.)
- მერკურის პოლუსებზე წყლის ყინულია.
დრო მერკურიზე
- მერკურიზე ერთი დღე გრძელდება 59 დედამიწის დღე.
- მერკურიზე ერთი წელი გრძელდება 88 დედამიწის დღე.
მერკურის მეზობლები
- მერკურს არ აქვს მთვარე.
- მერკური მზესთან უახლოესი პლანეტაა.
- ვენერა მერკურის მეზობელი პლანეტაა.
სწრაფი ისტორია
- მერკური ცნობილია უძველესი დროიდან, რადგან მისი დანახვა შესაძლებელია გაძლიერებული ტელესკოპების გარეშე.
- იმის გამო, რომ ის ძალიან ახლოს არის მზესთან, მერკურის შესწავლა დედამიწიდან რთულია. მერკურიზე არც ერთი ადამიანი არ წასულა, მაგრამ მას ორი რობოტი კოსმოსური ხომალდი, Mariner 10 და MESSENGER ეწვია.
- MESSENGER-მა პლანეტის ზედაპირის სურათების გადაღებით მისი რუკის შედგენა მოახერხა, მათ შორის ზოგიერთი უბნის, რომელიც აქამდე ნანახი არ გვქონდა. მან ასევე შეაგროვა ინფორმაცია მერკურის ზედაპირისა და შინაგან შემადგენლობაზე.
როგორ გამოიყურება მერკური