სავსე მთვარე

სავსე მთვარე

როგორი ტიპის განსხვავებული სავსე მთვარეები არსებობს ?

მთვარე "სავსე" ხდება მაშინ, როდესაც მთვარის მხარე დედამიწისკენ სრულად არის განათებული მზით. არსებობს რამდენიმე განსხვავებული და უჩვეულო ტიპის სავსე მთვარე, რომელშიც შედის სისხლიანი მთვარე, სუპერ-მთვარე, ცისფერი მთვარე, მოსავლის მთვარე და სხვა.

როცა ღამის ცას უყურებ, შეიძლება შეამჩნიო, რომ მთვარე ყოველ ღამე ოდნავ განსხვავებულად გამოიყურება. ეს განპირობებულია ჩვენი მთვარის მრავალი ფაზითა და ტიპით.

მთვარე ხდება სავსე მაშინ, როდესაც მთვარის მხარე დედამიწისკენ სრულად არის განათებული მზით. მაგრამ იცოდით, რომ ყველა სავსე მთვარე ერთნაირად არ გამოიყურება?

ზოგჯერ მთვარე შეიძლება წითლად ანათებდეს. ზოგჯერ, შეიძლება ჩვეულებრივზე დიდი ჩანდეს ღამის ცაზე. თავად მთვარე არც ფერს იცვლის და არც ზომას. მთვარის გარეგნული ცვლილებები, როგორც წესი, განპირობებულია მისი პოზიციით მზესთან და დედამიწასთან მიმართებაში. აქ მოცემულია რამდენიმე უჩვეულო სავსემთვარეობის აღწერა:

წითელი მთვარე

"წითელი მთვარის" ერთი მნიშვნელობა ეფუძნება მის წითელ ნათებას. სისხლიანი მთვარე მაშინ ჩნდება, როდესაც ხდება მთვარის სრული დაბნელება. ამ დროს დედამიწა მდებარეობს მთვარესა და მზეს შორის, რაც მთვარეს მზისგან მალავს.

როდესაც ეს ხდება, მთვარის ზედაპირამდე შუქი მხოლოდ დედამიწის ატმოსფეროს კიდეებიდან აღწევს. დედამიწის ატმოსფეროდან ჰაერის მოლეკულები ცისფერი სინათლის უმეტეს ნაწილს ფანტავს. დარჩენილ შუქს მთვარე ზედაპირზე წითელ ბზინვარებად ირეკლავს, რაც განაპირობებს მთვარის წითელ შეფერილობას ღამის ცაზე.

სახელი "წითელი მთვარე"  ზოგჯერ ასევე გამოიყენება მთვარისთვის, რომელიც ცაში არსებული მტვერის, კვამლის ან ნისლის გამოა მოწითალო. ეს შეიძლება იყოს შემოდგომის სეზონის ერთ-ერთი სავსე მთვარე , როდესაც ფოთლები წითლდება.


სუპერმთვარე

"სუპერმთვარე" ღამის ცაზე ჩვეულებრივზე მოზრდილ მთვარედ გვეჩვენება. სუპერმთვარე შედარებით დიდი ჩანს მხოლოდ იმიტომ, რომ დედამიწასთან ოდნავ უფრო ახლოსაა. "სუპერმთვარე" ფაქტობრივად მხოლოდ მეტსახელია იმისთვის, რასაც ასტრონომები უწოდებენ პერიგეის სავსე მთვარეს - მთვარე, რომელიც სავსეა და დედამიწის გარშემო ორბიტაზე უახლოეს წერტილშია.

ლურჯი მთვარე

"ლურჯი მთვარე, მართლაც იშვიათი მოვლენაა. იგი განსაკუთრებულია, რადგან იგი ოთხ სავსემთვარიანი სეზონის "დამატებითი" სავსე მთვარეა. ეს მოვლენა 2 წელიწად ნახევარში ერთხელ ხდება.


მოსავლის მთვარე

ტერმინი „მოსავლის მთვარე“ მოიაზრებს სავსე, კაშკაშა მთვარეს, რომელიც შემოდგომის დასაწყისთან ყველაზე ახლოს გვევლინება. სახელწოდება თარიღდება იმ პერიოდიდან, როდესაც ელექტროენერგია ჯერ კიდევ არ იყო აღმოჩენილი. ფერმერების შრომისუნარიანობა გვიან ღამით დამოკიდებული იყო მთვარის შუქზე. მთვარის შუქი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შემოდგომაზე, როდესაც მოსავალი ყველაზე უხვია.

NASA-ს მისიები და მთვარე

2009 წელს ნასამ გაუშვა კოსმოსური ხომალდი, სახელად მთვარის დაზვერვის ორბიტერი (LRO) დედამიწის მთვარის შესასწავლად. ნასამ  LRO კოსმოსში ჩვენი მთვარის მაღალი გარჩევადობის ფოტოების გადასაღებად გაგზავნა. ეს ფოტოები NASA-ს მეცნიერებს დაეხმარება მთვარის ზედაპირის რუკის შესადგენად. რატომ არის მნიშვნელოვანი მთვარის ზედაპირის რუკა?

  • ზედაპირული რუქები NASA-ს საშუალებას აძლევს, დაადგინოს წყლის ყინულის შესაძლო წყაროები მთვარის კრატერებში.
  • რუქებს შეუძლიათ დაეხმარონ პოტენციური სადესანტო ადგილების იდენტიფიცირებაში მთვარის მომავალი მისიებისთვის.

 

სტატიებზე დაბრუნება

მოგვწერე მეტი