
რა არის ეგზოსფერო ?
რა არის ეგზოსფერო ?
მოკლე პასუხი:
ეგზოსფერო არის დედამიწის ატმოსფეროს ყველაზე გარე ფენა.
უკიდურესი ფენა
ეგზოსფერო ჩვენი ატმოსფეროს უკიდურესი ფენაა. პრეფიქსი "ეგზო" წარმოშობით ბერძნულია და ნიშნავს "გარეთ". იგივე პრეფიქსია გამოყენებული ისეთ ტერმინებში, როგორიცაა "ეგზოჩონჩხი"(ეგზოსკელეტონი), რომელიც მწერების სხეულის გარეთა, დამცავ გარსს აღნიშნავს.
ეგზოსფერო დედამიწის ატმოსფეროს უკანასკნელი ფენაა, რომელიც საზღვარს ქმნის ატმოსფეროსა და გარე კოსმოსს შორის. მისი სისქე დაახლოებით 10 000 კილომეტრს (6 200 მილი) აღწევს, რაც თითქმის დედამიწის დიამეტრის ტოლია. ეგზოსფეროს უზარმაზარი ზომა იმაზე მიანიშნებს, რომ კოსმოსში გასასვლელად დედამიწიდან მართლაც მნიშვნელოვანი მანძილით უნდა ვიყოთ დაშორებული.
წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც ჰაერი თითქმის არ არის, სადაც მხოლოდ წყალბადის და ჰელიუმის იშვიათ მოლეკულებს შეხვდებით. ეს არის ეგზოსფერო - ცივი და ცარიელი სივრცე, სადაც სუნთქვა შეუძლებელია.