
პლანეტა მზის გარეშე
პლანეტა მზის გარეშე ?
მრავალი წლის განმავლობაში მეცნიერთა ჯგუფი ცდილობდა აღმოეჩინა იშვიათი ტიპის ვარსკვლავი, რომელიც ხასიათდება დაბალი სიკაშკაშით და ბუნდოვანი გარეგნობით. ამ ვარსკვლავების აღმოჩენა საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან ისინი მცირე სინათლეს ასხივებენ.
მეცნიერებმა წარმოუდგენელი აღმოჩენა გააკეთეს - მათ აღმოაჩინეს პლანეტა, რომელიც არც ერთი ვარსკვლავის გარშემო არ მოძრაობს. ჩვეულებრივ, პლანეტები ვარსკვლავთა სისტემების ნაწილია, მაგრამ ეს პლანეტა სრულიად მარტო, დამოუკიდებლად დაეხეტება კოსმოსურ სივრცეში .
წარმოიდგინეთ პლანეტები - უზარმაზარი კლდოვანი სფეროები, როგორიცაა ჩვენი დედამიწა, ცივი და იდუმალი ყინულოვანი სამყაროები, როგორიცაა ნეპტუნი, ან გიგანტური გაზის გრიგალები, როგორიცაა იუპიტერი. ყველა ეს პლანეტა მოძრაობს ვარსკვლავების გარშემო და სათავეს იღებს იმ მასალიდან, რომელიც ვარსკვლავის დაბადების შემდეგ რჩება.
ეს ობიექტიც ყველა მახასიათებლით პლანეტას ჰგავს, განსაკუთრებით კი იუპიტერს, ოღონდ გაცილებით დიდს.
რა საიდუმლო იმალება ამ სუპერ-იუპიტერის უკან? როგორ მოხვდა ის კოსმოსის შუაგულში, ვარსკვლავისგან ასე შორს? ეს კითხვები მეცნიერებს წლებია აინტერესებთ, მაგრამ ზუსტი პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. შესაძლოა, გრავიტაციამ იგი "გააძევა" ვარსკვლავური სისტემიდან, ან, პირიქით, ის რაღაც საოცარი და განსხვავებული გზით წარმოიშვა.
დიდი აღმოჩენა
ეს აღმოჩენა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ის პირველად გვაძლევს რეალურ მტკიცებულებას იმისა, რომ პლანეტები შეიძლება არსებობდნენ ვარსკვლავების გარეშე. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პლანეტა ძალიან ახალგაზრდაა, რაც მეცნიერებს საშუალებას მისცემს, უფრო ღრმად ჩაიხედონ იუპიტერის მსგავსი პლანეტების ფორმირების საწყის ეტაპებში.
ეს პლანეტა უნიკალურია იმით, რომ ვარსკვლავის სიკაშკაშე ხელს არ უშლის მის შესწავლას. ძლიერი ტელესკოპების მეშვეობით მეცნიერებს შეუძლიათ დააკვირდნენ ამ საოცარ და შორეულ სამყაროს. რა საინტერესოა, რას აღმოაჩენენ ისინი !